- მომხმარებლობის (კონზუმერიზმის) ფენომენი
- ხიდის როლს თამაშობს ერთის მხრივ პოსტინდუსტრიალიზმისა და ინფორმაციული საზოგადოების თეორიებსა და მეორე მხრივ გლობალიზაციისა ან/და გლობალური კაპიტალიზმის თეორიებს შორის. სკოტ ლაშისა და ჯონ ურის მიხედვით, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ორგანიზებულია მომხმარებლური ტენდენციების ირგვლივ (გასათვალისწინებელია ფინანსური ბაზრების უზენაესობა ინდუსტრიულ კორპორაციებთან და გაცვლასთან მიმართებაში), რაც წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობის გაბატონებულ ფორმას და გამოირჩევა (ანუ პოსტმოდერნული ხასიათი აქვს) სოციალურ იდენტობასა და ორგანიზაციაზე თავისი ზემოქმედებით.Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.